1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0772 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0772 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0772 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0400 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4366 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4626 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა.