კობა გვენეტაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკას იქიდან გამომდინარე, რომ ვიღებთ ზომებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ფინანსური სიჯანსაღისათვის

ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკას იქიდან გამომდინარე, რომ ვიღებთ ზომებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ფინანსური სიჯანსაღისათვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა საქართველოს ეკონომიკას წლების განმავლობაში ასუსტებდა.

გვენეტაძის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც ეკონომიკის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯია.

„ვფიქრობ, ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკას იქიდან გამომდინარე, რომ ვიღებთ ზომებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ფინანსური სიჯანსაღისათვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასეთ შეფასებებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის ეკონომიკის გაძიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები“,- განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ მიიყვანა ქვეყნის ეკონომიკა იმ მდგომარეობამდე, რომ ყველა მცირე პრობლემა დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს ქვეყანას.