3 თვეში ბინების გაყიდვის ფასი 4%-ით, ხოლო გაქირავების 12%-ით შემცირდა

ბინების ფასი თებერვლის მერე 4%-ით; ქირავნობის კი - 12%-ით არის შემცირებული.

ამის შესახებ „თიბისის“ უძრავი ქონების კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, თებერვალთან შედარებით, ბინების გაყიდვის ფასი დოლარში 4%-ით შემცირდა; ხოლო ლარში - 0,2%-ით არის შემცირებული.

ამასთან, როგორც „თიბისის“ უძრავი ქონების კვლევაშია აღნიშნული, მაისში ქირავნობის სარგებელი 8%-მდე შემცირდა; მაშინ როცა აპრილში - 8.1%; ხოლო თებერვალში - 8/7% იყო.

თაია არდოტელი