„გერმანიას ეკონომიკის სრულად აღსადგენად ორი წელიწადი დასჭირდება“

გერმანიის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ქვეყანას ორი წელიწადი დასჭირდება იმისთვის, რომ რეცესიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკა აღადგინოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.1%-ით შემცირდება.

ბუნდესბანკის პროგნოზით, 2021 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას მიაღწევს, 2022 წელს კი ეს ნიშნული 3.8%-მდე გაიზრდება.

ბუნდესბანკის პროგნოზი ფაქტობრივად, ზუსტად ემთხვევა მთავრობისა და მისი ეკონომიკური ექსპერტების საბჭოს პროგნოზს. მათი ვარაუდით, ქვეყნის ეკონომიკის შემცირება წელს 6% -დან 7%-ის დიაპაზონში იქნება.