Top-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ფრინველის ხორცი შემოდის

საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 4 თვეში ქვეყანაში 17 354 ქათმის ხორცი შემოვიდა, რაც 1 377 ტონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 15 977 ტონა ქათმის ხორცი იყიდა. რაც შეეხება მთლიანად 2019 წელს, შარშან ქვეყანაში 65,184 მლნ დოლარის ღირებულების 52 696 ტონა შინაური ფრინველის ხორცი შემოვიდა, რაც თითქმის 3 ათასი ტონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ ქეყანა, 49 828 ტონა ქათმოს ხორცი იყიდა, რაშიც 62,235 მლნ დოლარი გადაიხადა.

ამასთან, 2020 წლის 4 თვეში ქათმის ხორცის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანები იყვნენ ბრაზილია და თურქეთი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, საიდანაც 2020 წლის იანვარ-აპრილში შინაური ფრინველის ხორცის იმპორტ განხორციელდა:

  • ბრაზილია - 5,360 მლნ დოლარი (3 726 ტონა)
  • თურქეთი - 5,354 მლნ დოლარი (4 431 ტონა)
  • გერმანია - 2, 482 მლნ დოლარი (2 083 ტონა)
  • უკრაინა - 2,350 მლნ დოლარი (2 456 ტონა)
  • ნიდერლანდები - 1,057 მლნ დოლარი (868,8 კილოგრამი)

საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტის ზრდაზე საუბრობდა „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე. ბიზნესმენი ამბობდა, რომ იმპორტის ზრდამ „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა 10-15%-ით შეამცირა.