„კარგად მესმის, რომ 300 მილიონის ნაცვლად სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტში შეიძლება 600 მილიონი გვჭირდებოდეს - დღეს ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია"

ძალიან კარგად მესმის, რომ 300 მილიონის ნაცვლად სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტში შეიძლება 600 მილიონი გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ. მაგრამ დღეს ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ამან უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის დახმარებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა და ეტაპობრივად ყველა ბიზნესის წარმომადგენელი უნდა მიეჩვიოს, რომ სოფლის მეურნეობას მიეხმაროს.

„ჩვენს დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, პირველ რიგში მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი და საწვავის გაიაფება ძალიან დიდი თემაა, ეს ერთ დღეში ვერ იქნება, მაგრამ ეტაპობრივად ყველა ბიზნესის წარმომადგენელი უნდა მიეჩვიოს, რომ სოფლის მეურნეობას უნდა მიეხმაროს ჰორიზონტალურად ყველა, საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში. კარგი თემაა ჰექტარი მიწების ვაუჩერიზაციაც, ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ და როგორც ვიცი 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა უკვე ეს, ისევე როგორც აგროდიზელითაც სარგებლობენ, ასეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.