დღეს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
„2020 წლის 10 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 შეადგინა,”-ნათქვამია ინფორმაციაში.