მაისში გათხევადებული აირებისა და საავიაციო ნავთის იმპორტის თითქმის მთელი ოდენობა  რუსეთიდან განხორციელდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2020 წლის მაისში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 3,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 84,2%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან (1,9 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 29,6%-ით - გასული წლის მაისის მაჩვენებელთან (2,7 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის თითქმის მთელი ოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

„მიმდინარე წლის იანვარ-მაისის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 5,9 ათასი ტონით ანუ 50,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,7 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 94,9% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 6 ათასი ტონის ანუ 34,1% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები ნახშირწყალბადები), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი.

2020 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით ანუ 200%-ით აღემატება აპრილის მაჩვენებელს (1 ათასი ტონა) და 9 ათასი ტონით ანუ 75%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,0 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის 90% (2,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10% (0,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 22,4 ათასი ტონა, რაც 20,5 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (42,9 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,2% (17,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,9% (2,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,8% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი