HSBC 35 000  თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ბანკი HSBC საშუალოვადიან პერიოდში 35 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს.

მიზეზი პანდემიისგან მიყენებული ზარალია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ბანკი თითქმის მთლიანად შეაჩერებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას.

ცნობისათვის, HSBC-ის 2020 წლის პირველ კვარტალში მოგება 48% -ით შეუმცირდა.