ქვეყნები, სადაც 2020 წელს საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია. „საქსტანტის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 235.7 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, 2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოსმთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (168.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (157.1 მლნ. აშშ დოლარი).

წელს 5 თვეში საქართველოდან ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში გაიზარდა, მათ შორის, ჩინეთში - 244,1%-ით, ბულგარეთში - 14,9%-ით, შვეიცარიაში - 43,3%-ით და ესპანეთში - 48%-ით.