5 ქვეყანა, სადაც მაისში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი გაიყიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით შემცირდა და 148,8 მლნ დოლარი შეადგინა.

2019 წლის მაისთან შედარებით კი წელს მაისში ექსპორტის მოცულობა 77,3%-ით, 61,883 მლნ დოლარიდან 14,022 მლნ დოლარამდე შემცირდა. შარშან მაისში ქვეყნიდან 7 795 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, წელს მაისში კი მხოლოდ 1 140 ერთეული.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, სადაც 2020 წლის მაისში ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 634 ერთეული (9,595 მლნ დოლარი)
  • უკრაინა - 275 ერთეული (1,964 მლნ დოლარი)
  • რუსეთი - 124 ერთეული (717.9 ათასი დოლარი)
  • ყირგიზეთი - 31 ერთეული (228,9 ათასი დოლარი)
  • ბელგია - 17 ერთეული (701,7 ათასი დოლარი)