აქვს თუ არა ქვეყანას ხორბლის მარაგები და თვითუზრუნველყოფის პოტენციალი

„საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც გვიწევს, რათა სასურსათო უზრუნველყოფა იყოს გარანტირებული და ჩვენი მოსახლეობისთვის ხორბალი იყოს ხელმისაწვდომ ფასად“ -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს Newsroom“-ში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა, რომელიც ქართველოსთვის ხორბლის მთავარი მიმწოდებელია, პროდუქტის ექსპორტი აკრძალა, ქვეყანას 3-თვიანი მარაგები აქვს. რაც ამ ეტაპზე სრულაიდ საკმარისია.

ცნობისათვის, რუსეთი საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორია. 2020 წლის იანვარ-მაისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 175,045 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, ჯამში 39,320 მლნ დოლარის ღირებულების.

„საქართველოში ხორბლის დეფიციტი ბოლო წლების განმავლობაში გარანტირენულად არ ყოფილა და ეს ასე იქნება შემდგომ პერიოდშიც. რაც არ უნდა რთული პერიოდი დაგვიდგეს. ამისთვის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. ხშირ შემთხვევაში ჩვენ საკამოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც გვიწევს, რათა სასურსათო უზრუნველყოფა იყოს გარანტირებული და ჩვენი მოსახლეობისთვის ხორბალი იყოს ხელმისაწვდომ ფასად. ამასთ, ჩვენ პურის ფასიც გარანტირებულად შევინარჩუნეთ, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რაც იყო. ეს ასეც გაგრძელდება.

დღეისთვის ქვეყანაში გვაქვს 3 თვეზე მეტი მარაგი. ზოგადად, გაეროს რეკომენდაციით, 2 თვის მარაგი არის ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ხორბალთან დაკავშრებით. ჩვენ გვაქვს რუტინული მონიტორინგი და ვაკონტროლებთ ქვეყანაში ხორბილის არსებობას. ანუ ეს არის მუდმივი კომუნიკაცის რეჟიმი ყველა კერძო ელევატორთან, იმპორტიორთან თუ მწარმოებელთან. სახელმწიფოს ეს სისტემა აწყობილი აქვს. როდესაც დავინახეთ, რომ მარაგები მცირდებოდა და იყო ასეთი შემზრუდავი ფაქტორები, ჩვენ მოვახდინეთ სტუმულირება კონკრეტულად საიმპორტო ოპერაციების, რასაც ძალიან ბევრი სპეკულაცია, უპასუხიმსგებლო და ყოვლად ცრუ განცხადებები მოჰყვა. თუმცა, ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოვლად გამჭვირვალე პროცესის შედეგად, საქართველოში არსებობს ის მარაგები და იმ ფასად, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ხორბლის, ფქვილის და შესაბამისად, უკვე პურის მიწოდებას ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება თვითუზრუნველყოფას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, რომ ხობლის წარმოება 30-35%-მდე გაიზარდოს.

„საქართველოს რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია ხორბილის წარმოების კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ გვინდა უფრო მეტი ღირებულების, უფრო მეტი კომერციული პროდუქტის წარმოება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მთელი საქართველოს სასოფლო მიწა დავუთმოთ ხორბალს და მივიღებთ მხოლოდ ამ პროდუქტს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ფერმერების და სოფლად მცხოვრები მოსახლოების კეთილდღეობის გაზრდა. შესაბამისად, აქცენტის გაკეთება ხდება ძალიან ბევრ კომერციულად საინტერესო და კონკურენტუნარიან საექპორტო კულტურაზე. ხორბალი არ არის ჩვენი ერთადერთი სასოფლო წარმოების პროდუქტი, მაგრამ მას გააჩნია სტრატეგიულად, კრიკიტიკულად დიდი მნიშვნელობა. მათ შორის არა მხოლოდ სასურსათო, არამედ საფურაჟე კუთიხითაც. ის არის მეცხოველეობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები ბაზა. ამიტომ, ხორბალი დაახლოებთ, 30-35% რომ ვაწარმოოთ, სრულიად საკმარისია და ეს არის ჩვენი კონკრეტული მიზანიც. თუმცა, ამას უნდა მივაღწიოთ გაზრდილი პროდუქტიულობით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივაღწიოთ ფართობების გაზრდის ხარჯზე, რისი პოტენციალიც არის, მაგრამ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ პროდუქტიულობა, რაც დღეს ძალიან დაბალია. თუმცა, ბოლო წლებში ყოველწლიურად იზრდება.

ეს პირველ რიგში უკავშირდება ხარისხიან სარგავ-სათესლე მასალას. ამისთვის სახელმწიფო ქმნის სისტემას, რაც არ არსებობდა და მორღვეული იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ანუ თესლის, ჯიშების გამოცდა, დარაიონება, რეკომენდებული ჯიშების არსებობა და ამის კატალოგები შეიქმნა კიდეც. დაიწყო თესლის სერთიციფირება იმისთვის, რომ ხარისხიანი და გამოცდილი თესლი არსებობდეს ფერმებისთვის, რათა მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა იყოს პროგნოზირებადი და მეტი პროდუქტი მიიღონ. ხარისხიანი სათესლე მასალის გარეშე არაფერი გამოვა. დანარჩენი ყველაფერი უკავშირდება უკვე ფერემების შესაძლებლობებს, რომ სწორად ჩაატარონ აგრო ოპერაციები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ცოდნის ფაქტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქვე, განმსაზღვრელია მატერიალური ფაქტორიც, რაშიც ჩვენ როგორც პირდაპირი სუბსიდირებით, ისე აგროკრდიტით და სხვადასხვა მექანიზაციაზე წვდომით ( მათ შორის მოსავლის ამღებ ტექნიკაში 50-ათასიანი გრანტებით და სხვადასხვა იტერვენციებით) ვეხმარებით, რომ ეს ამოცანები შესრულდეს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნინი ქეთელაური