Japan Airlines-ი საკუთარ თანამშრომლებს 1,4 ათას დოლარს გადაუხდის

იაპონის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Japan Airlines-ი მხარდაჭერის მიზნით თითოეული თანამშრომლისთვის 150 ათასი იენის (დაახლოებით 1,4 ათასი აშშ დოლარი) გადახდას გეგმავს. წერს საინფორმაციო სააგენტო Kyodo.

სააგენტოს ცნობით, Japan Airlines-ში დაახლოებით 36 ათასი ადამიანია დასაქმებული. ისინი დახმარებას უკვე ივლისის დასაწყისიდან მიიღებენ. გარდა ამისა, ფინანსების დაზოგვის მიზნით, Japan Airlines-ს ხელმძღვანელი იოსიჰარუ უეკიმ საზაფხულო პრემიის აღებაზე უარი თქვა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, Japan Airlines-ის ზარალმა პირველ კვარტალში დაახლოებით 22.9 მილიარდი იენი შეადგინა (215 მილიონი დოლარი).