1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0535 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0535 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0535 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0442 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0093 შეადგინა

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4462 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4153 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა.