აშშ ევროპისთვის 3.1 მლრდ დოლარის პროდუქციაზე იმპორტის გადასახადის დაწესებას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს 3,1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გადასახადის დაწესებას დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში წარმოებულ პროდუქციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ს გაყიდვების წარმომადგენლობას სურს შემოიღოს ახალი გადასახადები მთელ რიგ პროდუქტებზე, მათ შორის ზეთისხილზე, ლუდზე, ჯინზე და სატვირთო მანქანებზე. ასევე განიხილება იმპორტის ტარიფების გაზრდა ზოგიერთ საქონელზე, მათ შორის თვითმფრინავებზე, ყველსა და იოგურტზე.