პარიზის ორლის აეროპორტი სამთვიანი პაუზის შემდეგ დღეს გაიხსნა

პარიზის ორლის აეროპორტიდან თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დღეს გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზეიმო განწყობის გამოხატვის ნიშნად, თვითმფრინავი, რომელმაც აეროპორტიდან დღეს დილით პირველ რეისი შეასრულა, აფრენამდე წყლის ჭავლით დაასველეს.

ორლის აეროპორტიდან ამ ეტაპზე რეისები 25 მიმართულებით შესრულდება.

ცნობისთვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო აეროპორტი 31 მარტს დაიხურა.