შემოსავლების სამსახურის თამამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

23-26 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 2,244 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 3,350 კგ. თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის 15 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვა საქონელი და გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.