იაპონია ქვეყანაში შესვლას კიდევ 18 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს უკრძალავს

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იაპონიამ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდან ჩასულ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, კიდევ 18 ქვეყანა, მათ შორის საქართველ დაამატა, - ამის შესახებ ინფორმაციას Japantimes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ქვეყნებია: გაიანა, კუბა, გვატემალა, გრენადა, კოსტა- რიკა, იამაიკა, ნიკარაგუა, ჰაიტი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, ალჟირი, ესვატინი, კამერუნი, სენეგალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მავრიტანია, ერაყი, ლიბანი და საქართველო.

შეზღუდვა ეხება ყველა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იაპონიაში დაგეგმილ ვიზიტამდე 14 დღის განმავლობაში რომელიმე აღნიშნულ ქვეყანაში იმყოფებოდა. შეზღუდვა ძალაში 1-ელი ივლისიდან შედის.

ცნობისათვის, მსგავსი აკრძალვა იაპონიას სულ 129 ქვეყანასთან აქვს დაწესებული.