არასრულწლოვნების საკარანტინო ზონებში განთავსებასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები შემუშავდება

არასრულწლოვნების საკარანტინო ზონებში განთავსებასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები შემუშავდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ოჯახები უნდა განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის ადეკვატური იქნება.

„საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით, რაზეც მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მხედველობაში მივიღოთ ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი და სხვა კონკრეტული გარემოებები, ყოველი ასეთი შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან არის შესწავლილი და მიღებულია ზომები, რომ ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის ადეკვატური იქნება და მაქსიმალურად მისაღები მათთვის. არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და სიტუაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიერ ოპერაციულ შტაბს დაევალა შეიმუშავოს რეკომენდაციები, რაც ასევე გახდება საჯარო“, - განაცხადა ჩიქოვანმა.