გაერო - კორონავირუსი 71 მილიონი ადამიანის უკიდურეს სიღარიბეს გამოიწვევს

წელს კორონავირუსის ეპიდემია დედამიწაზე 71 მილიონი ადამიანის უკიდურეს სიღარიბეს გამოიწვევს.

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს მეორე მოხსენებაში, რომელიც კორონავირუსის გავლენას ეხება.

”COVID-19 პანდემია სწრაფად გადაიქცა მთელი ჩვენი ცხოვრების ყველაზე უარეს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისად. დაავადებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულებმა - 500 ათასს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს 71 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება უკუდურეს სიღარიბეში. „შემოსავლის დაკარგვა, სოციალური დაცვის არარსებობა და ფასების ზრდა ნიშნავს იმასაც, რომ მათაც კი, ვისი ეკონომიკური მდგომარეობაც სტაბილური იყო, ახლა შესაძლოა, სიღარიბით და შიმშილის საფრთხე ემუქრებოდეთ“, - აღნიშნულია მოხსენებაში.

ანგარიშის თანახმად, დაახლოებით 1,6 მილიარდი დასაქმებულის შემოსავალი კრიზისის პირველ თვეში უკვე 60%-ით შემცირდა.

ავტორების თქმით, მოსალოდნელია, რომ სამხრეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში ექსტრემალური სიღარიბის ყველაზე დიდი ზრდა მოხდეს.