COVID19-ით გამოწვეულმა პანდემიამ, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, ევროპულ კომპანიებს 100 მილიარდი ევროს შემოსავალი დააკარგინა. ამის შესახებ Dow Jones-ის ანგარიშიდან ირკვევა.
როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ენერგეტიკული სექტორის კომპანიები, ავტომწარმოებლები და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები. ხოლო, მათ შორის, ვინც სარგებელი ნახა, არიან, საკვები პროდუქტების რითეილერები და ფარმაცევტული კომპანიები.
Dow Jones-ის შეფასებები ევროპული კომპანიების ანგარიშებზეა დაყრდნობილი და ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 102,66 მილიარდი ევროს შემოსავალი დაკარგეს. საკვები პროდუქტების რითეილერებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი დამატებით 23,87 მილიარდი დოლარი მიიღეს.