2020 წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით კომპანიების ვალი ჯამურად 1 ტრილიონ დოლარით გაიზრდება.
ამის მიზეზი კი კომპანიების მხრიდან პანდემიის პირობებში საკუთარი მდგომარეობის გასამყარებლად აღებული კრედიტები იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ფინანსური ჰოლდინგი Janus Henderson.
"COVID-მა შეცვალა ყველაფერი. ახლა საუბარია კაპიტალის შენარჩუნებაზე და მყარი ბალანსის შექმნაზე“ - განაცხადა Janus Henderson-ის მენეჯერმა, რომელმაც 900 წამყვან კომპანიაზე დაყრნდობით ანალიზი შეიმუშავა.
Janus Henderson-ის გათვლებით, წელს გლობალური კორპორაციული ვალი გაიზრდება 12%-ით და მიაღწევს დაახლოებით 9,3 ტრილიონ დოლარს.