ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.
კერძოდ, აღნიშნული წესების თანახმად, გამქირავებლებს მოუწევთ:
- პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
- ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;
- CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა - დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება/დასუფთავება;
- დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
- დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება;
- ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება/დეზინფექცია;
- რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით;
- ყოველი გამოყენების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებით;
- გამოყენებულლი თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად გამოყოფილ ტომარაში;
- მათი იატაკზე მოგროვება/დაბერტყვა შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცველია;
- თეთრეულის რეცხვა 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალების კომბინაციით;
- მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;
- სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.