საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რა ნაწილის ჩანაცვლება შეუძლია შიდა ტურიზმს საქართველოში?

2020 წლის მესამე კვარტალში შიდა ტურიზმის მაქსიმალური შესაძლებლობა ჩაანაცვლოს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მხოლოდ 33%-ია. ამის შესახებ, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კვლევაშია აღნიშნული.

„საქართველოს ტურისტულ სექტორში საერთაშორისო ვიზიტორების მნიშვნელოვანი წილიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შიდა ტურიზმი მთლიანი ტურიზმიდან მისაღებ შემოსავლებს აანაზღაურებს. წარსულში შიდა ტურიზმისა და უცხოეთში ქართველი ვიზიტორების ხარჯების ანალიზის შერწყმით შესაძლებელია მაქსიმალური შემოსავლების დადგენა, იმ დაშვებით, რომ ქართველებს, რომლებსაც არდადეგები უცხოეთში უნდა გაეტარებინათ, ახლა ფულს შიდა ტურიზმში დახარჯავენ. 2020 წლის მესამე კვარტალში ინდიკატორების მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ქართველი ვიზიტორები (შიდა და გარე ვიზიტორები, რომლებმაც საზღვარგარეთ იმოგზაურეს) 2019 წლის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 33%-ის კომპესაციას შეძლებენ,“-ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, დოკუმენტში გამოთქმულია ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველო 2020 წელს მილიარდ 730 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მხოლოდ 44.1%-ს შეადგენს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე