12 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოს ვიზიტორები ყავდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში საქართველოს საზღვარი სულ 38 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება იმ ძირითად ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები შემოვიდნენ, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 15,828 ვიზიტორი;
  • სომხეთი - 7,909 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი - 3,590 ვიზიტორი;
  • რუსეთი - 3,497 ვიზიტორი;
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 2,299 ვიზიტორი;
  • უკრაინა - 1,088 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი - 984 ვიზიტორი;
  • ბელარუსი - 791 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი - 497 ვიზიტორი;
  • ბულგარეთი - 299 ვიზიტორი;
  • ყირგიზეთი - 166 ვიზიტორი;
  • ტაჯიკეთი - 157 ვიზიტორი.

უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში ყველაზე მეტი - 8,637 ვიზიტორი სარფიდან შემოვიდა, შემდეგ მოდის ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტი - 8,593 ვიზიტორითა და წითელი ხიდი - 8,049 ვიზიტორით.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ 11.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 329 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე