ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში საქართველოს საზღვარი სულ 38 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება იმ ძირითად ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები შემოვიდნენ, ასე გამოიყურება:
უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში ყველაზე მეტი - 8,637 ვიზიტორი სარფიდან შემოვიდა, შემდეგ მოდის ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტი - 8,593 ვიზიტორითა და წითელი ხიდი - 8,049 ვიზიტორით.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ 11.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 329 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე