საქართველოში იპორტირებული კარტოფილის მოცულობა გაიზარდა. მეტიც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში იმაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან მთლიანი წლის განმავლობაში.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებული კარტოფილის მოცულობამ 13,145 ტონა (3,112 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო, 2019 წლის მთლიანმა მაჩვენებელმა - 12 601 ტონა (2,439 მლნ დოლარი).
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველომ კარტოფილი ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა, ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 4 ,460 ტონა (4 85, 9 ათასი აშშ დოლარი)
- რუსეთი - 2, 576 ტონა (327,5 ათასი აშშ დოლარი)
- აზერბაიჯანი - 2,466 ტონა ( 394,4 ათასი აშშ დოლარი)
- გერმანია - 1,193 ტონა ( 1014, 4 ათასი აშშ დოლარი)
- სომხეთი - 799 ტონა (81,4 ათასი აშშ დოლარი)