"გვქონდა შემთხვევები, როდესაც იმის გამო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ვიღაც პერსონალურად არ მოსწონდა, ბიზნესზე ხორციელდებოდა შეტევა"

"გვქონდა შემთხვევები, როდესაც იმის გამო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ვიღაც პერსონალურად არ მოსწონდა, ბიზნესზე ხორციელდებოდა შეტევა", - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კი, შემომწირველები უმეტესწილად ის კომპანიები არიან, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს იგებენ, ან ტენდერის გარეშე პირდაპირ იღებენ კონტრაქტებს.

„მე ვფიქრობ, ბიზნესს პირველ რიგში რაც სჭირდება, ეს არის თავისუფლება, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო, რაც არ გაგვაჩნია დღეს. გარდა ამისა, რაც აუცილებელია საინვესტიციო გარემოსთვის, ეს არის კომპეტენტური, გამჭვირვალე მთავრობა, რომელიც ასევე არ გაგვაჩნია. შესაბამისად, არ შეიძლება, რომ ამ ვითარებაში ბიზნესი კომფორტულად გრძნობდეს თავს.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც იმის გამო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ვიღაც პერსონალურად არ მოსწონდა, ამა თუ იმ ბიზნესზე ხორციელდებოდა შეტევა.

თავისუფლება არის ის, რომ ბიზნესი არ უნდა გრძნობდეს მისი კავშირის აუცილებლობას პოლიტიკურ ელიტასთან, მმართველ ძლასთან. არანიარი საჭიროება არ უნდა ჰქონდეს. თუ თქვენ ნახავთ სტატისტიკას, ბიზნესიდან შემომწირველები უმეტესწილად ის კომპანიები არიან, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს იგებენ, ან ტენდერის გარეშე პირდაპირ იღებენ კონტრაქტებს. ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, ეს არის ძალიან საგანგაშო ვითარება.

როგორც ჩანს, დღეს, იმისთვის, რომ კომპანიამ მოიგოს სახელმწიფო ტენდერი ან პირდაპირ ტენდერის გარეშე აიღოს სახელმწიფო კოტრაქტი, უნდა იკისროს ვალდებულება, რომ შემდგომ დონაციას განახორციელებს მმართევლი ძალაში. ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი კავშირი არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ვითარება არის უკიდეურესაც არაჯანსაღი. ესეთი ვითარება არ შეიძლება ბიზნესს მოსწონდეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ბიზნესი პრობლემებზე ღიად ვერ საუბრობს, რადგან ეს ხელისუფლების მხრიდან მტრულ ნაბიჯად აღიქმება.

„ბიზნესი პრობლემებზე ღიად ვერ საუბრობს. მოგეხსენებათ, ბიზნესის მხრიდან ღიად პრობლემაზე საუბარი ხშირად აღიქმება, როგორც მტრული ნაბიჯი მმართველი ძალის მიმართ, რაც არის აფსურდი, რადგან ბიზნესს უნდა შეეძლოს პრობლემაზე საუბარი. ჩვენ, „ლელო საქრთველოს“ ისეთი გარემოს შექმნა გვინდა ბიზნესისთვის, როდესაც მათ ექნებათ თვისუფალი კრიტიკის საშულება. ბიზნესს სჭირდება ეს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნინი ქეთელაური