„რა მიდგომა იქნება ბაზრობებსა და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ"

ბაზრობაზე დასაქმებული პირებისთვის კორონავირუსზე შერჩევითი ტესტირება დაიწყება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა მიდგომა იქნება ბაზრობებთან და იმ რეგიონებთან დაკავშირებით, რომლებშიც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.

„ბაზრობებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიწყებთ შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების. ასევე, საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებით და ასევე იმ რეგიონთან მიმართებით, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით მნიშვნელოვნად საყურადღებოა“, - განაცხადა ტიკარაძემ.