ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც სმენია შემთხვევა, როცა სხვა ადამიანს, განსაკუთრებით, ასაკოვანს სახლი მოტყუებით გაუყიდეს ან გადაიფორმეს, უკან დაბრუნება კი შეუძლებელი გახდა.
ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ხანდახან დაუსჯელებიც რჩებიან-ხოლმე.
ადვოკატები, რომელთაც მსგავს საქმეებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, განმარტავენ, რომ მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი ასაკოვანი ადამიანები ძირითადად, მათივე გარემოცვის მხრიდან ხდებიან-ხოლმე, რომლებიც მოვლა-პატრონობას ჰპირდებიან, შემდეგ კი პირობას არაკეთილსინდისიერად ასრულებენ.
იურიდიული კომპანია OK&CG-ის დირექტორის ადვოკატ დავით მუმლაძის განმარტებით, ასეთ საქმეებზე სასამართლო დავები წლობით იწელება და სახელმწიფოს არაეფექტური მექანიზმებისა თუ ამ კუთხით საზოგადოების დაბალი ცნობიერების გამო, დაზარალებულები სამართალს ვერ პოულობენ.
„ამ ვითარებაში დაზარალებულ პირებად ძირითადად გვევლინებიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც უძრავი ქონების მისაკუთრებით დაინტერესებული პირების მხრიდან მოტყუების ან/და შეცდომაში შეწყვანის შედეგად კარგავენ კუთვნილ უძრავ ქონებებს, რიგ შემთხვევაში ერთადერთ საცხოვრებელ სახლს.
ასეთ ქმედებებში კი ძირითადად, ჩართულები არიან მესაკუთრის ოჯახის წევრები და ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანები. ისინი ბოროტად სარგებლობენ იმ ფაქტორით, რომ ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მესაკუთრე მათ ენდობა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები მესაკუთრეს ატყუებენ, თითქოსდა მისი ხელმოწერა ესაჭიროებათ მკურნალობის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების, ფართში რეგისტრაციის ან სხვა ახვა აფსურდული მიზეზით, რეალურად კი ხელს აწერინებენ ჩუქების, ნასყიდობის ხელშეკრულებებს და რიგ შემთხვევაშიმინდობილობაზექონების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. სამწუხაროდ, ასაკოვან ადამიანებს მაღალი ნდობის გამო ეჭვი არ შეაქვთ აღნიშნული პირების კეთილსინდისიერებაში და წაუკითხავად აწერენ ხელს ამ დოკუმენტეს“, - განმარტავს დავით მუმლაძე. იხილეთ სრულად