დიდი ბრიტანეთში საცალო გაყიდვები ლოკდაუნამდე არსებულ მაჩვენებელს უბრუნდება

დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვები ლოკდაუნამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

სტატისტიკის სამსახურის მიხედვით ივნისში გაყიდული საქონლიდან შემოსავალი მაისთან შედარებით 13.9%-ით გაიზრდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში საქონლისა და მომსახურების სექტორი ჩვეულებრივ ზრდის ტემპს დაუბრუნდა, თუმცა ეკონომისტების თქმით, ქვეყნის გაჯანსაღებას გარკვეული დრო სჭირდება.

ივნისში საცალო გაყიდვების ზრდა აპრილში რეკორდულ ვარდნას და მაისში ნაწილობრივ აღდგენა/ზრდას მოყვა, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია მაღაზიების ხშირი დახურვა.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის მიხედვით ყოველი მომხმარებლის 10 ფუნტიდან 3 ფუნტი ონლაინ გაყიდვებზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსისგან გამოწვეული ლოკდაუნი დიდ ბრიტანეთში 23 მარტს დაიწყო, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

რატი ლელუაშვილი