დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტურიზმისა და ტრანსპორტის განახლების საკითხი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები ნარჩუნდება, დიდი შვიდეულის ექსპერტები გამოვიდნენ ინიციატივით, გამოცოცხლდეს გლობალური სატრანსპორტო სისტემა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცახდებაში.
შვიდეულის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის აუცილებლობას საერთაშორისო ორგანიზაციების, ეროვნული მთავრობებისა და სამრეწველო დარგების დონეზე. ასევე გაამახვილეს ყურადღება ტრანსპორტის მნიშვნელობაზე მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაში.