ონის მერია - სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების და ხიდების აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება.

მათივე ცნობით, აუცილებლობის შემთხვევაში, გადმოჰყავთ სტიქიის შედეგად სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობაც.

„აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, როგორც გზების და ხიდების, ასევე ელექტროენერგიის. როგორც კი ხილვადობა გვაძლევს საშუალებას, ყველა კუთხით გრძელდება მუშაობა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გადაყვანა-გადმოყვანა”, - აცხადებენ მერიაში.