ბიტკოინის კურსმა პირველად ბოლო ერთ წელიწადში 12-ათასიან ნიშნულს გადააბიჯა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა, დღეს პირველად 2019 წლის აგვსიტოს შემდეგ, გადააბიჯა 12 ათას დოლარიან ნიშნულს. აღნიშნულის შესახებ მოწმობს ციფრული ვალუტების პორტალი Coindesk.

თბილისის დროით 07:07 საათზე ეს ციფრული ვალუტა 12,001 დოლარის ნიშნულზე ივაჭრება.

შეგახსენებთ, მაქსიმალურ ფასად 20 ათას დოლარად ბიტკოინი 2017 წლის დეკემბერში ივაჭრებოდა.

ბიტკოინი ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია