ახალი მოთხოვნა რძის პროდუქტების მწარმოებლებს - რას გულისხმობს და როდიდან ამოქმედდება წესი

რძის ნაწარმის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა შემუშავდა.

კერძოდ, როგორც მთავრობის 30 ივლისის დადგენილებაშია აღნიშნული, ნედლი რძისგან დამზადებულ რძის ნაწარმზე, რომელიც სარეალიზაციოდ ბაზარზე განთავსდება, აუცილებელი იქნება, მკვეთრი მინიშნება, რომ პროდუქტი - ნედლი რძისაგან არის დამზადებული.

„ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომელიც წარმოებულია ნედლი რძის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში, სურსათის დასახელებასთან ერთად, უნდა იყოს მკვეთრი მინიშნება და მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“,“-ვკითხულობთ დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, ეს წესი, 2020 წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

თაია არდოტელი