რძის ნაწარმის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა შემუშავდა.
კერძოდ, როგორც მთავრობის 30 ივლისის დადგენილებაშია აღნიშნული, ნედლი რძისგან დამზადებულ რძის ნაწარმზე, რომელიც სარეალიზაციოდ ბაზარზე განთავსდება, აუცილებელი იქნება, მკვეთრი მინიშნება, რომ პროდუქტი - ნედლი რძისაგან არის დამზადებული.
„ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომელიც წარმოებულია ნედლი რძის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში, სურსათის დასახელებასთან ერთად, უნდა იყოს მკვეთრი მინიშნება და მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“,“-ვკითხულობთ დადგენილებაში.
დოკუმენტის თანახმად, ეს წესი, 2020 წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.