2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- წიწიბურა - 122,71%
- ვაშლი - 58,68%
- ფორთოხალი - 50,45%
- ატამი - 41,73%
- ნიორი - 39,74%
- კივი - 39,44%
- მწვანილი - 37,12%
- ლობიო ხმელი - 29,78%
- საზამთრო - 28,14%
- თევზის კონსერვი - 27,60%