2020 წელი საქართველოში შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. აქტიურად მიმდინარეობს კამპანია „აღმოაჩინე ის რაც შენია“. აღნიშნული კამპანიის გასაძლიერებლად კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის სექტორის მზაობა, ისე კერძო ბიზნესის ჩართულობა და მოსახლეობის აქტიურობა. შიდა ტურიზმის გაძლიერება უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანია „ლიდერფუდის“ კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. წელს კი ეს კამპანია უფრო გაძლიერდა და კომპანიამ დაიწყო პროექტი „დაისვენე საქართველოში“, რომლის შესახებაც ახლა თავად „ლიდერფუდის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატო კიკაბიძე გვესაუბრება.
რატომ გადაწყვიტეთ კამპანიის „დაისვენე საქართველოში“ დაწყება?
„ლიდერფუდი“ დაარსების დღიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებდა პროექტს #ბუნებაში რომლის მიზანიც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების უკეთ გაცნობა იყო. მისი ლოგიკური გაგრძელება/განვითარება კი გახლავთ „დაისვენე საქართველოში“, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო.
მოგვიყევი თავად პროექტის შესახებ, რას ისახავს ის მიზნად?
„ლიდერფუდის“კამპანიის მიზანია covid-19-სგან დაზარელებული შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და მომხმარებლის მოტივირება, რომ მოინახულონ საქართველოს კუთხეები თავისი ღირსშესანიშნაობებით.
ჩვენს სოციქალურ ქსელში განთავსებულია პოსტი და ამ პოსტის კომენტარების ველში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განათავსოს მისი საქართველოში მოგზაურობის ამსახვლი ფოტო ჰეშთეგით #გაგვიზიარებედნიერიმომენტები, მოაგროვოს „ლაიქები“ და აგვისტოს ბოლოს ლიდერფუდის გუნდი გამარჯვებულ ადამიანს გამოავლენს. მას კი საჩუქრად ისევ საქართველოში მოგზაურობა და დასვენება გადაეცემა. ჯილდო არის ორკაციანი საგზური წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“.
ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართვა შიდა ტურიზმის მხარდამჭერ აქტივობებში?
პანდემიამ ყველაზე დიდი ზარალი ტურიზმის სფეროს მიაყენა, სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი სარეკლამო / წამახალისებელი კამპანიის დაწყების. ვფიქრობ, ყველა დიდმა კომპანიამ პატარა თუ დიდი დოზით წვლილი უნდა შეიტანოს ტურიზმის სექტორის რეაბილიტაციაში. ეს ერთგვარი სასიამოვნო ვალდებულებაც კი გახლავთ.
როგორია ამ მიმართულებით „ლიდერფუდის“ სტრატეგია?
„ლიდერფუდი“ ახალგზრდული ბრენდია, რაც თავისთავად გულისხმობს აქტიური ცხოვრების რიტმს, გართობას , მოგზაურობას, ლაშქრობას, ფესტივალებზე სიარულს - ყველაფერს, რაც ბედნიერი მომენტებთან ასოცირდება და სწორედ ამ ბედნიერი მომენტების შექმნაში გვსურს ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანა.
გარდა აღნიშნულისა, ტურიზმის გაძლიერების კუთხით რა პროექტები გაქვთ განხორციელებული?
პროექტი #ბუნებაში მოლაშქრეთა კლუბ „ზებრასთან“ ერთად განვახორციელეთ, მათთან ერთად ჩვენც აღმოვაჩინეთ ისეთი საოცარი ადგილები საქართველოში, რომელზეც წარმოდგენა არ გვქონდა ან უბრალოდ დასახელება ვიცოდით. ნამდვილად საოცარი ქვეყანა გვაქვს, რომლის არცერთი კუთხე არ უნდა დავტოვოთ ყურადღების გარეშე.
რაც შეეხება პროექტს #დაისვენე საქართველოში, ის პირველ აგვისტოს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ ამ აქტივობაში. ვაჩვენოთ ყველას საქართველოს გასაოცარი ადგილები, გავუზირაოთ ერთმანეთს როგორც გამოცდილება ასევე #ბედნიერიმომენტები და მოვიგოთ კიდეც - რატომაც არა.