2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 7 პროდუქტს, რომელიც ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:
- ხახვი - 34,44%
- ბადრიჯანი - 24,64%
- სტაფილო - 14,67%
- კარტოფილი - 11,41%
- მწვანე ლობიო - 10,90%
- ბანანი - 5,74%
- შაქარი - 2,76%