2020 წლის ივნისში საქართველოში შაქრის იმპორტი 58%-ით გაიზარდა. კერძოდ, ივნისში ქვეყანამ 6,087 მლნ დოლარის ღირებულების 18 368 ტონა შაქარი შეიძინა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთიდან 3,852 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა.
მთავარი იმპორტიორი ქვეყნების სამეული კი ასე გამოყურება:
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ივნისში საქართველოში შაქრის იმპორტი 30-მა ბიზნეს სუბიექტმა განახორციელა, მათ შორის იყო პანდემიის პერიოდში ხელახლა გახსნილი „აგარის შაქრის კომპანია“. იმპორტიორების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-ივნისს, წელს 2 კვარტალში ქვეყანაში 25,599 მლნ დოლარის ღირებულების შაქრის იმპორტი განხორციელდა, ეს კი თითქმის 120%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 6 თვეში საქართველოში 11,201 მლნ დოლარის ღირებულები 28 912 ტონა შაქარი შემოვიდა.