რომელ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ მილიარდერები

მილიარდერების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათ 2/3-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.

გამოკითხვა UBS ბანკმა და სინგაპურულმა კომპანია Wealth-X-მა ჩაატარა. საკუთარი ცხოვრების ასპექტები 2300-მა მილიარდერმა გაასაჯაროვა. შედეგებმა საბოლოოდ დაამსხვრიეს მითი იმის შესახებ, რომ მათ ყველაფერი თვითონ ისწავლეს და ყველაფერს თავად მიაღწიეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სუპერმდიდარი ადამიანების უმეტესობას არა მხოლოდ უმაღლესი განათლება, არამედ დისერტაციებიც აქვთ დაცული და ყოველ მეათეს დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული. მონაცემებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ მილიარდერები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, რომელთა უმეტესობა აშშ-ში მდებარეობს.

პირველ ადგილზე პენსილვანიის უნივერსიტეტი იმყოფება, მას მოსდევს ჰარვარდი, იელი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, პრინსტონი, კორნელის და სტენფორდის უნივერსიტეტები. ასევე გაირკვა, რომ მილიარდერების უმეტესობამ წარმატებას საფინანსო სფეროში მიაღწია, განსაკუთრებით საბანკო და საინვესტიციო სექტორში. ინდური ეკონომიკის საგრძნობმა განვითარებამ, მუმბაის უნივერსიტეტს მეცხრე ადგილი მიანიჭა. ერთადერთი ბრიტანული უნივერსიტეტი, რომელიც ათეულში მოხვდა, ლონდონის ბიზნესის სკოლა აღმოჩნდა. სიაში არ მოხვდა არც ოქსფორდის და არც კემბრიჯის უნივერსიტეტები. რუსი ოლიგარქების წყალობით, მე-11 ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიკავა.

კვლევის თანახმად, ყველაზე მდიდარი ადამიანები თითქმის ერთსა და იმავე ადგილებში არიან თავმოყრილები. მაგალითად, ევროპელი მილიარდერების 40% ძირითადად 10 ქალაქში ცხოვრობს, რომელთა შორის ლიდერობს ლონდონი და მოსკოვი. მილიარდერების რაოდენობით მსოფლიოს დედაქალაქის წოდება ნიუ-იორკს ეკუთვნის. ამასთან, უფრო ნათელი გახდა კონტრასტები, მაგალითისთვის, ნიგერიაში ყველაზე დიდი რაოდენობაა იმ ბავშვების, რომელთაც არ აქვთ სწავლის საშუალება, იმის გათვალისწინებით, რომ ნიგერიას აქვს უნარი აფრიკაში მილიარდერების რაოდენობით პირველი ქვეყანა გახდეს.

1. პენსილვანიის უნივერსიტეტი

2. ჰარვარდის უნივერსიტეტი

3. იელის უნივერსიტეტი 

4. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი

5. პრინსტონის უნივერსიტეტი

6. კორნელის უნივერსიტეტი

7. სტენფორდის უნივერსიტეტი

8. კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში

9. მუმბაის უნივერსიტეტი

10. ლონდონის ეკონომიკის სკოლა

11. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12. ტეხასის უნივერსიტეტი

13. დართმუტის კოლეჯი

14. მიჩიგანის უნივერსიტეტი

15. ნიუ-იორკის უნივერსიტეტი

16. დიუკის უნივერსიტეტი

17. კოლუმბიის უნივერსიტეტი

18. ბრაუნის უნივერსიტეტი