სუპერმარკეტების რომელი ქსელის მომხმარებელი ხართ - „ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვის შედეგები

უკვე წლებია საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორი საქართველოში სწრაფად ვითარდება. იზრდება სუპერმარკეტების რაოდენობა, ასევე მათი ბრუნვა. ქსელებმა კი ფაქტობრივად, უბნის მაღაზიები ჩაანაცვლა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ სუპერმარკეტების რომელ ქსელს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ვებ-გვერდზე ჩატარდა გამოკითხვა. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მკითხველს შეეძლო ხმის მიცემა.

სუპერმარკეტების რომელი ქსელის მომხმარებელი ხართ:

  • კარფური - 27%
  • 2 ნაბიჯი - 19%
  • ნიკორა - 13%
  • უბნის მაღაზია - 9%
  • მაგნიტი - 8%
  • აგროჰაბი - 8%
  • გუდვილი - 5%
  • უნივერსამი - 3%
  • ფრესკო - 3%
  • სპარი - 3%
  • ევროპროდუქტი - 2%