ბრიუსელში საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. The Guardians-ის მიხედვით, ახალი რეგულაციები მოსახლეობას პირბადეების ტარებას სკვერებსა და ქუჩებშიც ავალდებულებს.

ამასთან, ბელგიის ხელისუფლება მათ მოუწოდებს, სახლიდან ხშირად გასვლისგან თავი შეიკავონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის 75 008 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 9 885 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მთელი ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით ბელგია სან-მარინოს შემდეგ მე-2 ადგილზეა მსოფლიოში.