საქართველოდან ფულადი გზავნილები გაიზარდა - 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა

2020 წლის ივლისში საქართველოდან უცხოეთში 22, 234 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,996 მლნ დოლარით მეტია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისში ქვეყნიდან უცხოეთში 19,238 მლნ დოლარი გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ივლისში გზავნილების 30% რუსეთში განხორციელდა. ხუთეულშია თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და საბერძნეთი.

5 ქვეყანა, სადაც 2020 წლის ივლისში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:

  • რუსეთი - 6,693 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 5,337 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 2,188 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 1,477 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 1,043 მლნ დოლარი

ცნობისთვის, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ნინი ქეთელაური