ზიმბაბვეში ინფლაციამ 800%-ს გადააჭარბა

ივლისში წლიური ინფლაციის დონე ზიმბაბვეში 837,53%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ზიმბაბვეს სტიტისტიკის ეროვნული ბიურო იუწყება.

გასული წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 737,3%-ს აღწევდა.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ზიმბაბვური დოლარის კურსი 1 ამერიკულ დოლართან ამ მომენტისთვის შეადგენს 82,56-ს. შედარებისთის ეს მაჩევენებელი ჯერკიდევ მარტში შეადგენდა 25-ს.

ზიმბაბვე ბოლო პერიოდში გართულებულ ეკონომიკურ სიძნელეებს აწყდება, რომლებიც გამოწვეულია ელექტროენერგიის, საწვავისა და სურსათის უკმარისობით. ქვეყანა იძულებულია სურსათი სხვა ქვეყნებიდან შემოიტანოს, შედეგად კი ხარჯავს ვალუტას. მიმდინარე წლის დასაწყისში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აფრთხილებდა ზიმბაბვეს, რომ 7,7 მილიონ ზიმბაბველს, ანუ ყოველ მეორე ქვეყნის მოსახლეს ემუქრებოდა შიმშილი. ამ ქვეყანაში უმუშევრობა აღწევს 90%-ს.

კოკა კვირკველია