ჩინეთის ქალაქი შენჟენი 5G ქსელით სრულად დაიფარა

ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ქალაქი შენჟენი გახდა პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც სრულად დაიფარა ახალი თაობის ქსელით - 5G. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შანხაის საინფორმაციო პორტალი China News Service.

სააგენტოს ცნობით, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სპეციალურ ღონისძიებაზე ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა ჩენ ჟუგუემ. ქალაქის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ამ დროისთვის შენჟენში დამონტაჟებულია 46,4 ათასი 5G ქსელის სადგური, რამაც 1,5 ათასით გადააჭარბა დაგეგმილ მონაცემს. შენჟენი პირველ ადგილზე მსოფლიოში 5G ქსელის დაფარვის სიჭარბითაც.

ქალაქში 5G ქსელის შექმნა ავტონომიურია. არაავტონომური ქსელები ავტონომიურებისგან განსხვავებით ნაწილობრივ გამოიყენებენ 4G კავშირსაც, თუმცა არ შეუძლიათ 5G-ს ცალკეული შესაძლებლობების მხარდაჭერა. ამ ტიპის ავტონომიური ქსელებისთვის ინფრასტრუქტურა იქმნება ნულიდან, რაც ძალიან დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.

ამოცანა რომ შენჟენი გამხდარიყო პირველი ქალაქი სრულად დაფარული მეხუთე თაობის ქსელით ქალაქის ხელმძრვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაისახა.

ამ დროისთვის 5G კავშირის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთელი ჩინეთის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. კორონავირუსის გამო მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში წარმოქმნილი შეფერხების გამო, ახლა მასზე მუშაობა გაორმაგებული ტემპით მიმდინარეობს. ყოველკვირეულად ჩინეთის მასშტაბით ხდება 10 ათასამდე სადგურის მონტაჟი, ხოლო მობილური ქსელების ოპერატორებმა ცოტა ხნის წინ შეამცირეს სამომახმარებლო ტარიფები 5G-ზე.

ხელისუფლების გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთის მასშტაბით ჯამში დამონტაჟებული იქნება 800 ათასი საბაზისო სადგური, ხოლო ამ ქსელის მომხმარებელთა რაოდენობამ უნდა მიაღწიოს 200 მილიონს.

კოკა კვირკველია