რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2019 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: თბილისში, კახეთში, აჭარასა და სამცხე- ჯავახეთში.

კერძოდ, გასულ წელს, რეგიონების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ასეთია:

  • თბილისი - 912, 232 მლნ აშშ დოლარი
  • კახეთი 199,7 მლნ აშშ დოლარი
  • აჭარა - 198, 094 მლნ აშშ დოლარი
  • სამცხე ჯავახეთი - 50,734 მლნ აშშ დოლარი
  • ქვემო ქართლი - 48, 082 მლნ აშშ დოლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია - 46,115 მლნ აშშ დოლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 44,462 მლნ აშშ დოლარი
  • გურია - 1, 653 მლნ აშშ დოლარი
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46,211 მლნ აშშ დოლარი
  • იმერეთი - 44, 466 მლნ აშშ დოლარი
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1,744 მლნ აშშ დოლარი
  • შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 9,103 მლნ აშშ დოლარი
  • შიდა ქართლი - 1, 243 მლნ აშშ დოლარი
  • მცხეთა-მთიანეთი - 7, 860 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 %-ით მეტია და 3.4 %-ით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. 2018 წელს საქართველოში 1,306 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4პროცენტი შეადგინა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 33,2% იყო.

რაც შეეხება 2020 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს, წელს 171, 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ნინი ქეთელაური