Amazon-ი შტატებში ოფისების გაფართოებისთვის 1,4 მლრდ დოლარს დახარჯავს

ამერიკული კორპორაცია Amazon-ი 1,4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს საკუთარ ოფისებში, რომლებიც აშშ-ის 6 ქალაქშია განთავსებულია. შედეგად კი კომპანია შექმნის დამატებით 3,5 ათას სამუშაო ადგილს. აღნიშნულის შესახებ საუბარია კომპანიის ვებგევრდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ გამცნოთ, რომ ვაგრძელებთ ინვესტირებას სამუშაო ადგილების შექმნისთის. შეიქმნება დამატებით 3,5 ათასი სამუშაო ადგილი ტექნიკური პერსონალისთვის და მმართველებისთვის აშშ-ის 6 ქალაქში. გაფართოვდება ტექნოლოგიური ჰაბები დალასში, დეტრიტში, დენვერში, ნიუ-იორკში, ფენიქსსა და სან-დიეგოში. ეს გაფართოვება მოითხოვს 1,4 მილიარდი დოალრის ინვესტირებას“ - ნათქვამია კომპანიის განცახდებაში

კორპორაცია არაფერს ამბობს ვადებზე, თუმცა ცნობილია, რომ მანჰეტენზე საოფისე შენობაში 2 ათას სამუშაო ადგილს შექმნის. Amazon-ს 2010 წლიდან მოყოლებული შტატ ნიუ-იორკის ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს 7 მილიარდ დოლარზე მეტი და ადგილზე დაასაქმა 24 ათასი ადამიანი.

ცნობისათვის, კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 88,9 მილიარდი დოლარის შემოსავლის შესახებ გამოაცხადა, რაც 40%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მოგებამ კი შეადგინა 5,2 მილიარდი დოლარი, მაშინ როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი იყო 2,6 მილიარდი.

Amazon გახლავთ მსოფლიოში უმსხვილესი რითეილერი კომპანია, რომელიც ყიდის მომსახურებას ინტერნეტის საშუალებით. ის ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დაარსა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დღეისათის შეადგენს 1,52 ტრილიონ დოლარს, ხოლო ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია 180 მილიარდი დოლარის კაპიტალით.

კოკა კვირკველია