AMBEBI.GE დაინტერესდა, საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატების ვინაობით, რომლებიც უძრავ ქონებას ფლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია ამ მხრივ აქვს პარლამენტარ ვალერი გელაშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.
გელაშვილი ფლობს უძრავ ქონებას ვენესუელაში.
1. 310 000 აშშ დოლარად ღირებული 165 კვ.მ. საცხოვრებელს, მარგარიტის კუნძულზე.
2. 6 700 000 აშშ დოლარად შეფასებულ 52800 კვ.მ უძრავ ქონებას ასევე მარგარიტას კუნძულზე.
ვალერი გელაშვილის მეუღლე დანგუოლე გელაშვილს კი ლიეტუვაში, კერძოდ, ვილნიუსში აქვს 720 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი, რომელიც პარლამენტარის მეუღლემ 500 000 აშშ დოლარად შეიძინა.
დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს, რომელიც პარლამენტში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, საცხოვრებელი აქვს რუსეთში. მისი 53 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, ტუხაჩევსკის ქუჩაზე მდებარეობს. . იხილეთ სრულად