საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 423-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შეუსრულების საფუძვლით - 201 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 177, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 44 პირმა.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 74 მილიონ ლარამდე სარგებელი.